გიორგი თავდგირიძე:-„უნიათობის, უფხოობის და თავმოუბმელობის ასეთი დონე არც ერთ მმართველ ჯგუფს არ ახასიათებდა“

გიორგი თავდგირიძე:-„უნიათობის, უფხოობის და თავმოუბმელობის ასეთი დონე არც ერთ მმართველ  ჯგუფს არ ახასიათებდა“

   IDბარატების ალტერნატივის მოთხოვნით 29 მაისს მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. რას ფიქრობენ ამ თემაზე სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები და უნდა წავიდეს თუ არა მთავრობა დათმობაზე? ამ კითხვით „ივერიონი“ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ დიღმის მასივის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი თავდგირიძეს გაესაუბრა.

  -ბატონო გიორგი, აიდი ბარაების ალტერნატივის მოთხოვნით 29-ში მორიგი აქცია იმარება, თქვენ, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციისწარმომადგენელი, რა აზრის ხართ აიდი ბარაებზე და რამდენად უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ ამ 100 000 ადამიანის მოთხოვნა? თუ ეს ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, აისახება თუ არა ეს შედეგებზე?

  -აიდი ბარათებს ნორმალურად ვუყურებ, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია იმ ადამიანების მოთხოვნა,ვისაც არ სურს მათი აღება ანუ უნდა იყოს ალტერნატივა. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება, ეს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

  -წინასაარჩევნო გარემოზე რას იტყვით? პირადად თქვენს ოლქში როგორი მდგომარეობაა?

   -გარემო ნორმალური, თუმცა სისტემა მოძველებული და ძნელად გასაკონტროლებელი.სიმართლე გითხრაჩემთვის მთავარია ჩემი მხარდაჭერების მობილიზაცია. ხალხის ნებას ვერ ჯობნის ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსი, თანაც ამ ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი ცოტა სასაცილოა.

  -სასაცილო? უფრო რომ დავაკონკრეტოთ და როგორია განწყობა ამომრჩევლებში?

  -სასაცილო იმიტომ არის, რომ უნიათობის, უფხოობის და თავმოუბმელობის ასეთი დონე არც ერთ მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს არ ახასიათებდა. მოსახლეობას გული წყდება,რომ ოცნებამიმედი არ გაუმართლა. ძალიან იმედიანად იყვნენ და სულ სხვა მოლოდინები ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ, გაყალბებაც რომ მოინდომონ, იმდენ შეცდომას და ლაფსუს დაუშვებენ,  რომ თავზე ჩამოენგრევათ ყველაფერი.

  -რამდენად გაქვთ გამარჯვების იმედი?

  -იმედიმაქვს. ალბათშემიძლიაგითხრათ,რომდარწმუნებულივარ.

თამარელა თათრაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: