ალეკო პაპავა:-"სენაკში მმართველი გუნდის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა"

ალეკო პაპავა:-"სენაკში მმართველი გუნდის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა"

   "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავა სენაკში მმართველი გუნდის მიერ ამომრჩევლების მოსყიდვაზე ამახვილებს ყურადრებას და "ივერიონთან" საუბარში აცხადებს:

 -"საერთო ჯამში სიმშვიდეა, თუმცა მოვიდა ინფორმაცია,(ჯერ ვაზუსტებ ინფორმაციას) რომ სოფლებში აპირებენ ფქვილის დარიგებას "ოცნების" კანდიდატები, ე.ი მცდელობა იქნება ამომრჩევლის მოსყიდვის.

 -დაზუსტებით არ იცით ჯერ?

-ზუსტად არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ, რომ ინფორმაცია 90 % სიმართლეა. საუბარია ღამ-ღამობით ფქვილის დარიგებაზე და თანხების დარიგებაზეც...თითქმის ყველა სოფელში ერთი და იგივეა, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ამომრჩეველი ძალიან ნეგატიურადაა განწყობილი "ოცნებისა" და "ნაციონალების" მიმართ, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა მოსყიდვისა.

 -და როგორ ფიქრობთ, მოისყიდება ამომრჩეველი? საერთოდ რა პროგნოზი შეგიძლიათ გააკეთოთ სენაკის მაშტაბით?

-დღეს "ნაციონალებს" და "ოცნებას" თავიანთი საარჩევნო კამპანია აგებული აქვთ სოფლებში მოსახლეობის დუხჭირ ცხოვრებაზე, ქალაქში მსგავსს ვერ გაბედავენ. რამდენად მოისყიდება ამომრჩეველი და ვინ მოიგებს ამის პროგნოზირება ძნელია, ვფიქრობ არჩევნებზე დაბალი აქტივობა იქნება, მოიგებს ის ვინც ამომრჩეველს გამოიყვანს...

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: