რა შარში გაეხვია განათლების სამინისტრო?!

რა შარში გაეხვია განათლების სამინისტრო?!

   2014 წლის  საატესტატო გამოცდები ყველაზე მარცხიანი  მე-12 კლასელთათვის აღმოჩნდა. ბევრი მათგანი დღეიდან არა მე-12 კლასელის, არამედ ,,ჩარჩენილის“ სახელით ივლის მომავალ გამოცდამდე.
   5,5-ქულიანი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აუღებელი ციხესიმაგრე გახდა ბევრისთვის, მათთვის, ვინც ლამის ინსტიტუტის დასამთავრებლად საჭირო თანხა 1 წელიწადში გადაუხადა  რეპეტიტორებს.
   ქართული ენასა  და ლიტერატურაში 2,19%, ინგლისურში 3,83%, ისტორიაში 3, 89%, რუსულში 11,85%, გერმანულში 6, 53%, ფრანგულში 7,9%, გეოგრაფიაში 1,37%, ფიზიკაში 3,03%  ჩაიჭრა.
   საატესტატო გამოცდები ე.წ. CAT-ის მეთოდით ჩატარდა. როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, საცდელი ტესტირება იმდენად არ გართულებიათ, რამდენადაც ნამდვილი გამოცდის ტესტური დავალებები.
   საგამოცდო პროცესს აკრიტიკებს ყველა - ამბობენ, რომ ტესტებში იყო ბევრი მექანიკური შეცდომა, რომელსაც დამკვირვებლები ,,შეცდომად“ სულაც არ აღიქვამდნენ. მოსწავლეები აგრეთვე აპროტესტებენ მათ მიმართ დამკვირვებელთა დამოკიდებულებასაც, რომლებმაც  სათანადოდ არ იცოდნენ საგამოცდო ინსტრუქცია და მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უხეშად პასუხობდნენ.
   მოსწავლეები განსაკუთრებით გაოგნებულნი არიან ინგლისური ენის საგამოცდო ტესტებით და აღნიშნავენ, რომ იმ სახელმძღვანელოებში, რომლითაც ისინი რეპეტიტორთან ვარჯოშობენ,  დავალების ამგვარი ნიმუშები  შესული არ არის.
   ბევრია ისეთი მოსწავლე, რომელსაც მინიმალური კომპეტენციის ზღვრამდე 0,01-დან 0,010 ქულამდე დააკლდა. მათ განცხადებით უკვე მიმართეს განათლების სამინისტროს და გამოცდების შედეგების გადახედვას მოითხოვენ.
   რამდენიმე უმაღლესმა სასწავლებელმა ერთ-ერთ საგანში ჩაჭრილ მოსწავლეებს შესაძლოა თავისი კარები მაინც გაუღოს.  წინააღმდეგ შემთხვევში ისინი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. 

 მოამზადა ია ჯღარკავამ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: