ხათუნა ლაგაზიძე:-"აფხაზებმა უკვე იციან, რომ რუსეთი მათ საბოლოოოდ გაანადგურებს"

ხათუნა ლაგაზიძე:-"აფხაზებმა უკვე იციან, რომ რუსეთი მათ საბოლოოოდ გაანადგურებს"

    პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ახლა სწორედ ის დროა, საქართველომ აფხაზეთზე საინფორმაციო გავლენა მოიპოვოს და დაანახოს აფხაზებს, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოა.

  -"დღეს აფხაზეთში შექმნილი ვითარება საქართველოს აძლევს რეალურ შანსს, ღვთის ანაბარა დარჩენილ აფხაზებთან დაიწყოს  ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი, აფხაზეთი დღეს ეთნიკური კატასტროფის წინაშე დგას. თუ საქართველოს შემადგენლობაში მყოფ აფხაზებს ჰქონდათ ილუზია, რომ რუსეთი მათ გადამრჩენად მოევლინებოდათ, ეს ილუზია მათ დღეს აღარ აქვთ. მათ არ იციან საით წავიდნენ, ვინ დაინახონ გადამრჩენად. ამავე დროს იციან, რომ რუსეთი მათ საბოლოოოდ გაანადგურებს, საქართველომ აფხაზეთი უნდა დაარწმუნოს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოსთან ერთად აფხაზეთის ევროკავშირის სივრცეში მოქცევაა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: