ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

   საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება- გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სადაც ეკლესიისთვის მნივნელოვან საკითხებს განიხილავენ. ბოლო სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდა და, სხვა საკითხებთან ერთად, ახლად შექმნილ ეპარქიებში შვიდი ახალი ღვდელთმთავარი დაადგინა.

   საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას, რომ წმინდა სინოდის  სხდომა ხვალ 12:00 საათზე დაიწყება და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II უხელმძღვანელებს.

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: