კახა კალაძე:ღარიბაშვილმა მექანიკური შეცდომა დაუშვა

კახა კალაძე:ღარიბაშვილმა მექანიკური შეცდომა დაუშვა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახა კალაძე პრემიერის განცხადებას, რომ, სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებს, მექანიკურ შეცდომას უწოდებს.

როგორც კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს  განუცხადა, მესამე სექტორთან  შეხვედრის ერთ-ერთი თემა სწორედ, პრემიერის მიერ გურიაში გაკეთებული განცხადება იყო. 

„თუ თავიდან ბოლომდე ვნახავთ პრემიერის სიტყვას, მან თქვა, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება და ეს ნორმალურია. ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს იმის მოტივი, რომ მათ ყველგან გაიმარჯვონ. ჩვენც გვინდა, რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ ის, რომ „სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას  არ დავუშვებთ“, ვფიქრობ,  პრემიერის მექანიკური შეცდომა იყო“, - განაცახადა კახა კალაძემ.  

„ქართული ოცნების“ სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნო გარმოსთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. 

მირანდა ჭარხალაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: