რა ემუქრება ენგურჰესს?!

რა ემუქრება ენგურჰესს?!

არ არის გამორიცხული, საქართველო უახლოეს ხანებში აფხაზების მხრიდან ახალი „სიურპრიზის“ მოწმე აღმოჩნდეს.
საქმე ეხება ამ ბოლო დღეებში აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც პირდაპირ აისახება საქართველოზე.
სარწმუნო წყაროები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ქართული ენერგეტიკის ფლაგმანს - ენგურჰესს შეექმნება, რომლის მართვის პულტი თვითაღიარებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა და რომელსაც დღემდე ქართული მხარე აკონტროლებს!
დიახ, ანქვაბის ხაჯინბათი ჩანაცვლება შეიძლება ძნელად „მოსანელებელი“ გახდეს საქართველოსთვის - უკვე საუბარია სირიაში მცხოვრები 57000-იანი აფხაზური დიასპორის ჩამოსახლებაზე აფხაზეთში, რაც ავტომატურად გამოიწვევს ისედაც „ნაღმზე ასაფეთქებლად“ გამზადებული ქართველების კიდევ უფრო შევიწროებას - არ არის გამორიცხული ეს შევიწროება აფხაზეთში დარჩენილი ქართველების უპირობო გამოძევბითაც დასრულდეს!
უკვე საუბარია იმაზეც, რომ რადგან ენგურჰესი აფხაზეთის ტერიტორიაზეა მოქცეული, მისი მართვის ბერკეტებიც აფხაზების გამგებლობაში გადავიდეს და ქართველი სპეციალისტები რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი სპეციალისტებით ჩანაცვლდეს.
ძნელი სათქმელია რაზე გაჩერდება ამ შემთხვევაში აფხაზების გაძლიერებული მადა (ვამბობთ აფხაზებს და ვგულისხმობთ რუსებს), მაგრამ, არც ის არის გამორიცხული, რომ შეუთანხმებლობის შემთხვევაში უფრო მძიმე (რეაქციული) ნაბიჯების მოწმენი გავხდეთ, ანუ, აფხაზებმა რუსეთის წაქეზებითა და რუსეთისავე მხარდაჭერით (იგულისხმება ძალისმიერი მეთოდები) მოინდომონ ენგურჰესი მთლიანად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ!
ღმერთმა ნუ ქნას, ეს პროგნოზები გამართლდეს, თორემ არც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვიშველის და არც ნატოს მაპ-ი, თუ გაპ-ი.
ისე კარგია, ევროკავშირში ცხოვრება, მაგრამ რა ვქნათ რუსეთი რომ არ გვანებებს თავს?!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: