სემინარი ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებაზე

სემინარი ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებაზე

   საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ და ბიუროს თანამშრომლებმა, მონაწილეობა მიიღეს რეგიონულ სემინარში, ქ. სტამბოლში. სემინარი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და ეძღვნებოდა ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას და გაზიარებას.

   სემინარში მონაწილეობდნენ ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოხელეები, უცხოელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: