ნინო ბურჯანაძე:-"მინდა გავაფრთხილო "ქართული ოცნება!"

ნინო ბურჯანაძე:-"მინდა გავაფრთხილო "ქართული ოცნება!"

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე კახა კალაძეს ინიციატივას გამოეხმაურა.

  -"მიმაჩნია, რომ პრემიერმინისტრის განცხადებაზე თავად პრემიერმა უნდა გააკეთოს განმარტება. ის, რომ "ქართული ოცნება" აბსოლუტურად არაკომპეტენტურია კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა არავინ არ მიაწოდა ვიცე-პრემიერს ინფორმაცია, რომ ინიციატივა, რომელზეც ის საუბრობს არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თემა, ამ ინიციატივის მისამართია მისივე უმრავლესობა, რომელმაც დააგვიანა ამ ტიპის ცვლილებების კანონში განხორციელება. ძალიან სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" თავის არაკომპეტენტურობას ფარავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით.  პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ადამიანების მხრიდან ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვება. ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მე, მიუხედავად იმ უსინდისო გარიგებისა რასაც ადგილი ჰქონდა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, კატეგორიულად ავუკრძალე ჩემს მომხრეებს რაიმე ტიპის პროტესტის გამოხატვა. ახლა არის ათასობით ადამიანის არჩევნები და  მინდა გავაფრთხილო "ქართული ოცნება", თუ ისინი მართლაც პასუხისმგებლობით ეკიდებიან ქვეყანაში არსებულ რეალობას, ერთადერთი რამ არის მათგან საჭირო: ნორმალური და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ჩვენ არავის არაფერს არ ვთხოვთ, ჩვენ ვითხოვთ იმას, რისი უფლებაც კონსტიტუციამ მოგვანიჭა."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: