ვაჟა შუბითიძე:-"გიული ალასანიამ უნდა დააბრუნოს კორპუსი"

ვაჟა შუბითიძე:-"გიული ალასანიამ უნდა დააბრუნოს კორპუსი"

   "პროფესორთა ლიგა" ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის დაბრუნებას ითხოვს.

   მის შესახებ დღეს "პროფესორთა ლიგის" თავმჯდომარემ, ვაჟა შუბუთიძემ განაცხადა. მისი თქმით  აღნიშნული კორპუსი, ექსპრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის დედის,  გიული ალასანიასთავის, გარკვეული შანტაჟის საფუძველზე  დაათმობინეს ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს.  

   -"პროფესორთა ლიგაში" ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა საჩივარი შემოვიდა. პროფესორები ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის დაბრუნებას ითხოვენ. როგორც ცნობილია აღნიშნული კორპუსი, ექსპრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის დედის,  გიული ალასანიასთავის, გარკვეული შანტაჟის საფუძველზე      დაათმობინეს ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს.  ვინაიდან აგრარული უნივერისტეტიც შეუერთდა ტექნიკურ უნივერსიტეტს,  უნივერსიტეტს ფართი არ ჰყოფნის, რის გამოც აღნიშნული კორპუსი უნდა დაბრუნდეს უნივერსიტეტის მფლობელობაში".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: