დავით ნარმანია საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია

დავით ნარმანია საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია

   თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საკუთარი საარჩევნო პროგრამა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში  წარადგინა და განაცხადა, რომ ის იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელმაც არსებული რეალობა შეცვალა.  დავით ნარმანია საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

   -"ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენს გამარჯვებაში როგორც პარტიული თვალსაზრისით, ასევე ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში, ვინაიდან ვხედავთ, რა მდგომარეობას, საზოგადოების განწყობას, გვაქვს რეალური პროგრამა და ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც წელიწადნახევრის წინ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რეალურად შეცვალა თითოეული იმ ადამიანის გვერდით დგომით, ვინც გვერდით გვიდგას. შეცვალა ქვეყანაში არსებული რეჟიმი, რომელიც გვითვალთვალდებდა, გვაშინებდა და გვაშანტაჟებდა და ამის შემდეგ დაიწყო შეუქცევადი რეფორმების პროცესი", - განაცხადა ნარმანიამ და ამ კონტექსტში თავისუფლება, თავისუფალი მედია და საარჩევნო გარემო, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტები დაასახელა. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც საღად აზროვნებენ, რომლებმაც მართლაც შეაფასეს, თუ რა მონაპოვარი მოიტანა მათ ჩვენმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, გვერდით დაგვიდგებიან".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: