შალვა ნათელაშვილი:-"არ არსებობს მათი კონტროლის საშუალება, ჩვენ გამოგვაძევეს საარჩევნო კომისიებიდან!"

შალვა ნათელაშვილი:-"არ არსებობს მათი კონტროლის საშუალება, ჩვენ გამოგვაძევეს საარჩევნო კომისიებიდან!"

   ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ფილიპ დიმიტროვს შეხვდა. 

საუბარი საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებას შეეხო. შალვა ნათელაშვილმა 2014 წლის 15 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპელ დიპლომატს ლეიბორისტული პარტიის სპეციალური მიმართვა გადასცა. 

   

   "ევროკავშირის ხელმძღვანელობას, 

   ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს, 

   ევროპარლამენტის ყველა წევრს!

ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას თქვენი ქვეყნების, ხალხების და ევროკავშირის მიმართ. 

საქართველოში 2014 წლის 15 ივნისს დაგეგმილ მუნციპალურ არჩევნებზე ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, რუსი ოლიგარქი, კრიმინალ-მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავისი დანიშნული სატელიტი მთავრობის მეშვეობით ჩვენს ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას კვლავ უმზადებს ტოტალურ გაყალბებას. Pპარტიას დღეისათვის უკვე აქვს 30 პროცენტზე მეტი რეიტინგი, თუმცა საარჩევნო კომისიებს მითითება მიეცა არ დაგვიწერონ 7 პროცენტზე მეტი. Aამ გეგმის განხორციელების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ დაიწყოთ კანონიერი პროცედურები საქართველოს დე-ფაქტო დიქტატორის, ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშების გასაყინად ევროპის ტერიტორიაზე, მით უფრო, რომ საფრანგეთში მისი კომპანიის მიმართ კარგა ხანია აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ანგოლაში 870 მილიონი დოლარის იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით. 

ჩვენ, დღეიდანვე ვითხოვთ ევროკავშირის მხარდაჭერას, რათა საჭიროების შემთხვევაში ხელახლა გადაიხედოს საარჩევნო ბიულეტენები, რადგან საარჩევნო კომისიებში 12 წევრიდან 11 მმართველი ძალისაა; არ არსებობს მათი კონტროლის საშუალება, რადგან ჩვენ გამოგვაძევეს საარჩევნო კომისიებიდან, წაართვეს ხელფასი პარტიის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებში, ჩამოგვართვეს მცირედი საბიუჯეტო და სამივლინებო დაფინანსებაც კი, აღგვიკვეთეს უფასო სარეკლამო - სატელევიზიო დრო. უფრო მეტიც, პრემიერმა ღარიბაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სხვა პარტიის გამარჯვებას. ძნელად წარმოსადგენია მეტი დისკრიმინაცია და იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირი, როგორც ყოველთვის მხარს დაუჭერს დემოკრატიას და არა კრიმინალი მილიარდერის პირად რეჟიმს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: