დავით ნარმანია:-"ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ!"

დავით ნარმანია:-"ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ!"

   რეგიონებში მომხდარ დაპირისპირებებს თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდართან ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვს. 

   -"მარნეულში კანონმდებლობის სრული დარღვევა იყო როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეიჭრნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადგილობრივ წამომადგენლობაში და ის, რაც იქ ხდებოდა, არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მსჯელობის საგანი. ეს მოვლენები აუცილებლად უნდა გამოიძიონ შესაბამისმა უწყებებმა - თუ რატომ მოხდა და რა მოხდა. როდესაც საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს ცხვირწინ უხევ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს არის უპასუხისმგებლობა და ეს არის ის, რომ პატივს არ სცემ კანონს და პატივს არ სცემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. რაც შეეხება ზუგდიდში მომხდარს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ისევე როგორც მარნეულის მოვლენებისას, არაფერ შუაში არ ვართ. ზუგდიდში კონკრეტულად დაკარგული დამიანის ოჯახის წევრები მივიდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან და იქ მოხდა შეხლა-შემოხლა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: