ერეკლე კალატოზიშვილი:-"გარკვეული ჯგუფების მიერ, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საარჩევნო გარემოს სტაბილურობისთვის ხელის შეშლა".

ერეკლე კალატოზიშვილი:-"გარკვეული ჯგუფების მიერ, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საარჩევნო გარემოს სტაბილურობისთვის ხელის შეშლა".

   -"გასულ წლებთან შედარებით საარჩევნო პროცესები  გაცილებით უფრო ჯანსღ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ  ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს"-ასეთ დასკვნას აკეთებს "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" ადგილობრივი თვითმმართველობის წინსაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შემდეგ. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი ერეკლე კალატოზიშვილი აცხადებს, არასამთავრობო ოგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში მონაწილე ყველა სუბიექტს და განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებს, იმოქმედონ მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნვების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

   მისივე განცხადებით:

-"მიუხედავად აღნიშნულისა, არის შემთხვევები, სადაც ცალსახად ირღვევა საარჩევნო კანონმდებლობა, ამის ნათელი მაგალითია, 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტი. ასოციაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და ხელს უშლის ქვეყანაში ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებას.

 გვინდა აღვნიშოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა წარმატებული და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის.  ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ 5 ივნისს მომხდარი ფაქტი ყოველი მხარის მიერ აღიარებული იქნება, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა.

 აღსანიშნავია, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, მთელ რიგ შემთხვევბში ფიქსირდება აქტიური გამოხმაურება მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით არაარსებით ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც,   შემდგომში მათი მხრიდან დარღვევებად ხდება.  მეორეს მხრივ კი დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ჩადენილ აშკარა კანონდარღვევებზე რეაგირება თითქმის არ ხდება. ეს ყოველივე იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ გარკვეული ჯგუფების მიერ, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საარჩევნო გარემოს სტაბილურობისა და სიჯანსაღისათვის ხელის შეშლა".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: