შანსი დამწყები ბიზნესმენებისთვის

შანსი დამწყები ბიზნესმენებისთვის

   დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მეწარმეებს ახალი სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.  შეხვედრას თბილისიდან და რეგიონებიდან ჩამოსული  400-მდე მეწარმე და ბიზნესმენები დაესწრო.

   "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მოვიდა. ამ შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. თქვენ ნახეთ, რომ დარბაზში ადგილები არ იყო და ხალხი ფეხზე იდგა. ძალიან ბევრი შეკითხვა იყო ტექნიკურ საკითხებზე. მინდა ვთქვა, რომ ეს პროგრამა არის მართლაც უნიკალური შანსი ყველა დამწყები ბიზნესმენისთვის, რომ საკუთარ გეგმებს ხორცი შეასხან და ჩამოაყალიბონ ახალი საწარმო ობიექტები, როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო მიმართულებით. ამიტომ, ვთვლი, რომ ძალიან საჭირო და პროდუქტიული შეხვედრა იყო", - განაცხადა შეხვედრის დამთავრების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

   ცნობისთვის, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: