გიგი უგულავა:-"ეს არა მარტო უკანონო, ეს უზნეო გადაწყვეტილებაა"

გიგი უგულავა:-"ეს არა მარტო უკანონო, ეს უზნეო გადაწყვეტილებაა"

   ახმედ იმამკულიევი ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა

   "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა.  მისთვის რეგისტრაციიდან მოხსნის მიზეზად კი ბოლო წლებში საქართველოში უწყვეტად ცხოვრების საარჩევნო კანონმდებლობასთან შეუთავსებლობა სახელდება. ამ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა ავრცელებს და წერს:

   -"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩვენს მარნეულის კანდიდატს ახმედ იმამკულიევს უარი უთხრა რეგისტრაციაზე. ცეესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შანსი ჰქონდა ქვეყნის ნამუსი გამხდარიყო. დღეს ის ქვეყნის სირცხვილია. ეს არა მარტო უკანონო, ეს უზნეო გადაწყვეტილებაა".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: