გიორგი გაბედავა:-"ჩემთვის მიუღებელია ქრისტეს სახელით ადამიანების მოტყუება"

გიორგი გაბედავა:-"ჩემთვის მიუღებელია ქრისტეს სახელით ადამიანების მოტყუება"

   თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გაბედავა აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ქრისტეს სახელით ადამიანების მოტყუება, რის გამოც, დღეს, 18 საათზე ევანგელისტური შეკრების წინააღმდეგ აქციას გამართავს.

   გაბედავა აცხადებს, რომ რაიონებიდან ხალხი "იმედის ფესტივალზე" მოტყუებით ჩამოიყვანეს, რომლებსაც ეგონათ, კონცერტზე დასასწრებად მოდიოდნენ.

   -"ფრენკლინ გრემმა გამოაგზავნა ადამიანი, და მოგვიწოდა მისთვის მოგვესმინა, როგორ მოგვესმინა გრემისთვის, როცა მან ყველა მოატყუა, რომ კონცერტი იმართებოდა, სინამდვილეში კი საევანგელიზაციო ღონისძიება იყო დაგეგმილი... მისი გამოგზავნილი ადამიანი აღიარებს, რომ ეს არ იყო უბრალოდ კონცერტი! დღეს ბევრმა ადამიანმა განაცხადა, რომ კონცერტი ეგონათ, ლაგოდეხიდან, თელავიდან, და სხვა და სხვა რეგიონიდან იყო ხალხი ჩამოყვანილი, ისინი არ დაესწრნენ ღონისძიებას და ჩვენს გვერდით იდგნენ!"-ამბობს გიორგი გაბედავა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: