თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას იწყებს

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას იწყებს

   საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  2014 წლის 10 ივნისიდან შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18-დან  35- წლამდე მოქალაქეებს   და  მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.

   საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან   წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახური.

   სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში  მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 955 ლარს შეადგენს.

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. 

ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

   მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური   კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა.

სამხედრო მოსამსახურეს, ასევე, შეუძლია  პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და   მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.

   საბუთების მიღება წარმოებს 2014 წლის 10 ივნისიდან ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ეროვნულ სასწავლო ცენტრში "კრწანისი" მის: გარდაბნის რ-ნი, სოფ კრწანისი

   ტელ: 595 05 06 85;  595 05 06 73; (032) 291 02 07

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: