რა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს?

რა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს?

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ, სააგენტო "იტარ-ტასი" რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით, იუწყება. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, მოსკოვი ასევე არ გამორიცხავს, რომ  საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს საქართველოს სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ე.წ.სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე პასუხისმგებელნი არიან. 

„გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას", - აცხადებს ინტერვიუში მარკინი. 

მისივე განცახდებით, სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება ქართულმა მხარემ მოახდინა. 

ვლადიმერ მარკინი ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის კონფლიქტში საქართველოს მხარეზე, უკრაინის ნაციონალური ორგანიზაცია "უნა უნსოს" მებრძოლებიც იბრძოდნენ.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დანაშაულში პასუხისმგებელი პირები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს ამ პირების ბრალდებულად გამოცხადებისა და მათზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს", - აცხადებს ვლადიმერ მარკინი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: