რას პასუხობს მიხეილ სააკაშვილი რუსეთს?!

რას პასუხობს მიხეილ სააკაშვილი რუსეთს?!

 

 რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს, საქართველოს ექსპრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი პირველ შეფასებას აკეთებს. 

 „მთელი ეს პერიოდი ელოდებოდნენ, როგორც ჩანს რომ  შეთანხმებისამებრ საქართველოს ახლანდელ მთავროაბას, ჩემზე საქმე აღეძრა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მკაცრად გააფრთხილა ევროკავშირმა  და იმდენი ქექეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს,  რუსეთმა მოიხსნა ხელთათმანები და თვითონ აღძრეს საქმე. ისინი  აპირებენ ჩემზე ძებნის  გამოცხადებას. ვფიქრობ, ეს ამ იმპერიის დიდი სისუსტის ნიშანია და ეს სისუსტე კიდევ უფრო გაძლიერდება მათში. 

ახლა ვფიქრობ, ხომ არ დავჯდე ამ აეროფლოტზე და  მოსკოვის რეისით,  ოდესის აეროპორტში ჩემი ფეხით ხომ არ ჩავიდე. ეს ისე ხუმრობით“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: