ზვიად ნოდია: დადგება დრო, როცა რუსეთი მიტაცებულ ქართულ ტერიტორიებს თურქეთს გააგდებინებს ხელიდან!

ზვიად ნოდია: დადგება დრო, როცა რუსეთი მიტაცებულ ქართულ ტერიტორიებს თურქეთს გააგდებინებს ხელიდან!


,,ივერიონს“ ესაუბრა პუბლიცისტი ზვიად ნოდია

- ბატონო ზვიად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არჩევნები ჩატარდა. რამდენად  ლეგიტიმურია იგი, აღიარებს თუ არა ამ არჩევნების შედეგებს საერთაშორისო თანამეგობრობა?

- გააჩნია რას ვგულისხმობთ ლეგიტიმურობაში... მაგალითად, შეიძლება ისიც ვიკითხოთ - ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ არჩეული  შევარდნაძე - სააკაშვილ - ივანიშვილის ხელისუფლება  ლეგიტიმურია?

 საერთაშორისო თანამეგობრობა რატომ აღიარებს ხუნტის გეზს კანონიერად? რად არ „გვაიძულებს“ (დემოკრატული მეთოდით) აღვადგინოთ კანონიერი ხელისუფლება?!

რა თქმა უნდა, ე. წ. სამხრეთ ოსეთის არჩევნები არალეგიტიმურია, რადგან წითელი ეშმაკებისგან ხელოვნურად მიღებული „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ კანონიერად გააუქმა გამსახურდიას დროინდელმა უზენაესმა საბჭომ .

გახსოვთ ალბათ გორბაჩოვმა ცალკე გამოსცა ბრძანება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენის“ შესახებ. სწორედ ასეთი ვითარება იწვევს ისტორიული სიმართლის გაყალბებას და გამრუდებული გეზის ძალადკანონიზაციას (არჩევნები და ა. შ.).

- თქვენი აზრით, ჩავიდნენ თუ არა იქ საერთაშორისო დამკვირვებლები, როგორც წინასწარ იყო დაანონსებული?

- რუსეთი ცდილობს არსებული სსრკ-ს ფარგლებში მოახდინოს ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების რაიმე ფორმით გაერთიანება. რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, მას ამაში სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეუშლის ხელს.

სწორედ დასავლეთმა შექმნა სსრ კავშირი და მსგავსი რამ კვლავაც უფრო სჭირდება, ვიდრე პაწაწკინტელა სახელმწიფოები... დიახ, თავად დასავლეთმა დაშალა თავისივე აწყობილი სოციალიზმი და მასში შემავალი ქვეყნები გააკაპიტალისტ - გაადემოკრატიულა. ასე რომ, პროდასავლური თავად რუსეთია და ისინი ერთმანეთს ხელს უწყობენ მსოფლიოს თავისებურად მოწყობაში.

 ჩვენ ქრისტეანულ გადმოცემებზე და სწავლებებზე ვიზრდებოდით, რომელიც გვაფრთხილებდა: ებრაელებმა იმიტომ გასწირეს ქრისტე, რომ „რჩეული ერის“ მსოფლიოზე გაბატონების იმედებს არ შეესაბამებოდა, რადგან იგი ზეციურ სამოთხეში მიუძღოდა და არა მიწიერი „სამოთხის“ დეგრადირებულ, ერეტიკულ გააზრებაშიო. ამიტომაც, მათ ამჯობინეს ისეთი მესია, ვინც ამქვეყნიურ გაბატონებაში გამოადგებოდათ, სადაც თავად იქნებოდნენ ბატონები, ხოლო არაებრაელები მათი მოსამსახურენი. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მსოფლიო საერთო სახლის მშენებლობა... მათი ძალა უკვე ყველაფერში ჩანს და უპირველესად იმაში, რომ მსოფლიოს თავს მოახვიეს  პასუხისგება „ანტისემიტიზმის“ გამო... ეს ისეთივე კანონია, როგორც ახლახან მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი!..

პირადად მე  წინააღმდეგი ვარ მთელი ერი ჩათვალო ბოროტმოქმედად, როგორც ჰიტლერელების გამო მთლიანად გერმანიას რაცხდნენ დამნაშავედ. ჩემთვის, როგორც იაფეტელისთვის,  ებრაელი, სემიტი ერი უფროსი ძმაა, დედაღმრთისმშობლისმიერი ნათესავია, მოციქულებრივი ქრისტეანობის ნათელ-მირონია და შესაბამისად ვერ ვიქნები ანტისემიტი, მაგრამ, როგორც ერთი ხიდან აკვანიც გამოვა და კუბოც, ასევე იუდეო - მასონიზმს ვამხელ, როგორც „სიონიდან გამოსულ გველს, რომელიც მსოფლიოს შემოერტყა“.

- რა როლი შეიძლება დაეკისროს რუსეთს ამ არჩევნებთან დაკავშირებით?

- ზევით ვრცლად ვთქვი იმაზე, რომ რუსეთის როლია სსრკ-სავით ერთიანი და მონოლითური ზესახელმწიფო გახდეს, შესაბამისად, ოსეთშიც, აფხაზეთშიც და ა. შ. ჰყავს თავისივე მთავრობა და თავისივე ოპოზიცია, ანუ შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი (შედეგი) არ იცვლება...

 სსრკ-სავით ამერიკასაც თავადვე გაიყვანენ სცენიდან, როგორც ფუნქციაგამოცლილს და მის მოვალეობას ჩინეთს და რუსეთს დააკისრებენ. სანამ ამერიკა თავის როლს ასრულებდა, იმ ეტაპზე თურქეთის გაძლიერებაც საჭირო იყო, მაგრამ ამჟამად ისრაელს არ აწყობს მუსულმანური ძალის განმტკიცება-გაძლიერება და ამერიკის ასპარეზიდან გასვლით თურქეთს ძალა ისე შეუქცევადად გამოეცლება, რომ რუსეთი ჩვენს ტერიტორიებსაც გააგდებინებს ხელიდან და საბერძნეთისასაც.

ზემძლავრი რუსეთის საპირწონედ კი უზემძლავრესი ჩინეთი მზადდება,  ამ ეტაპის გავლის შემდგომ, ამ ორ გიგანტს ერთმანეთს დააჯახებენ, დანარჩენზე კი, ამჯერად საუბარს არ გავაგრძელებ...

- თქვენი აზრით, ამ ბოლო ხანებში, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ხომ არ იცვლება სამხრეთ ოსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ამაში რუსეთის ხელი ხომ არ ურევია?

 - ცხადია, კეთილგანწყობილებისკენ შეიცვლება ოსეთ-აფხაზეთის დამოკიდებულება ჩვენდამი. საქართველოშიც დაიწყო რუსეთისკენ გადამისამართების პროცესები... ანტიდისრიმინაციული კანონის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად საკმარისია საქართველოს საჭის რუსეთისკენ შესაბრუნებლად. გაიხსენეთ, თუ რა მარტივი - საბაბების მომარჯვებით ხდება უდიდესი რეფორმები, რა მარტივი რამის გამო აუშარდნენ გამსახურდიას...

- როგორ შეაფასებთ აჭარაში მიმდინარე მოვლენებს. რას უკავშირდება თურქების გააქტიურება? მხედველობაში მაქვს საზღვრის გადმოკვეთა სოფელ კირნათში.

 - როგორც ცნობილია, თურქეთის გეგმაა „დიდი ოსმალეთის“ აღდგენა, რაშიც იგულისხმება საქართველოს ნაწილიც... ჯერ-ჯერობით თურქეთი ფულით, ჰესებით და სერიალებით ეუფლება საქართველოს და სოფელ კირნათშიც ჰესის გამო გადმოისაზღვრეს, მაგრამ რუსეთივით და დასავლეთივით ისინიც უკვე აქ არიან და ამდენი გასაყოფი რადგან არაა საქართველოში, ამიტომ მას ემუქრება მასზე არანაკლები ძალის წინააღმდეგ სვლა და საბოლოო დამარცხება!

ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: