ლალი მოროშკინა: რატომ დადის დარბაისელი ვანო მერაბიშვილის კუთვნილი "ლექსუსით"?

ლალი მოროშკინა: რატომ დადის დარბაისელი ვანო მერაბიშვილის კუთვნილი "ლექსუსით"?

„ვინმემ იკითხა, რატომ დადის დარბაისელი ვანო მერაბიშვილის კუთვნილი "ლექსუსით"? -ამის შესახებ, 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, ლალი მოროშკინა facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.  

მოროშკინას  თქმით, მის განცხადებას, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციაში 2 თვის წინ შევიდა, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. 

„ვინმემ იკითხა, რატომ დადის დარბაისელი ვანო მერაბიშვილის კუთვნილი "ლექსუსით"???

დიახ, ვადასტურებ, რომ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ბექა, ჩემთან ერთად მუშაობდა, ის არაჩვეულებრივი ყმაწვილი გახლავთ და 22 წლის ასაკში დეპარტამენტში მიღებული მცირე ხელფასით ინახავდა ოჯახს!!!

ბექა, ერთ-ერთი პიველთაგანი იყო ვინც დარბაისელის "წმენდაში" მოყვა. 

მართლაც საინტერესოა რატომ გაუშვა დარბაისელმა სამსახურიდან ნაც. მოძრაობის რეჟიმთან მებრძოლი ხალხი, ხოლო ვიდეო კადრებით იდენტიფიცირებული ზონდერები დააწინაურა???

ისე თითქმის ერთი თვე გავიდა...ჩემი 2 განცხადება დევს შსს-ში, და რეაგირება-0.

ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ზონდერები წინაურდებიან?“,  - წერს ლალი მოროშკინა.

    

 

  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: