"თბილისელი" დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს ეპატიჟება

"თბილისელი" დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს ეპატიჟება

   "თბილისელის" თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, საზოგადოების პრეზენტაცია 12 ივნისს, 17:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ვარდების ბაღში გაიმართება და პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატი მიიწვია. როგორც ირკვევა, მათ ამ დღეს საშუალება ექნებათ შეხვდნენ თბილისელებს და მოსახლეობა ყოველგვარი საარჩევნო პროგრამის გარეშე უფრო ახლოს გაიცნონ.

  -"საზოგადოება "თბილისელში" 2700 ადამიანია გაწევრინებული. თბილისელი" არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი და აპოლიტიკური ორგანიზაცია. მისი მიზანია მაქსიმალური მონაწილეობა მიიღოს ქალაქის ცხოვრებაში და აქტიურად ჩაერთოს დედაქალაქის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში. ორგანიზაცია რამდენიმე ხნის წინ დაარსდა. გარკვეული ნაბიჯები  უკვე გადადგმული გვაქვს, ვეხმარებით ოჯახებს. მაგალითისთვის, ამჟამად ვმუშაობთ საკითხზე, რომელიც არქიტექტორთა ლიცენზირებას ეხება. ვამზადებთ დებულებას, რასაც შემდეგ შევთავაზებთ არქიტექტორთა კავშირს, თბილისის მერიას და სხვა ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას"-განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

 რეგისტრაციის მსურველებს კი შეუძლიათ ეწვიონ ვებ-გვერდს  www.tbiliseli.ge და გაიარონ ონლაინ-რეგისტრაცია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: