ნინო ბურჯანაძე:-"კალაძეს კიდევ ერთი ავტოგოლი გამოუვიდა საკუთარი გუნდის კარში"

ნინო ბურჯანაძე:-"კალაძეს კიდევ ერთი ავტოგოლი გამოუვიდა საკუთარი გუნდის კარში"

   ვიცე პრემიერმა, კახა კალაძემ თოქ- შოუ "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა, რომ  "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები დღეს ბურჯანაძის პარტიაში არიან გადაბარგებულები. პრემიერმა 26 მაისიც გაიხსენა და თქვა, რომ ამ დღეს ბურჯანაძეს და მის ესკორტს სწორედ  "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაუკეთა კორიდორი და გაქცევის საშუალება მისცა.

   -"დღეს მოვისმინეთ დემაგოგიური განცხადებები ბურჯანაძის და "ნაცონალური მოძრაობის" მხრიდან, არ უნდა გაგვიკვირდეს ეს ერთნაირი პათოსი, რადგან ისინი ერთი გუნდის წევრები არიან. მე შემოვიარე რეგიონები, ყველა ქალაქში ვიყავი და "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები  გადაბარგებული არიან ბურჯანაძის პარტიაში.  ჩვენ ვიცოდით, რომ ბურჯანაძე იყო სააკაშვილის გუნდის წევრი. ახლა გვესაუბრება, რომ მიიღო პარლამენტიდან წამოსვლის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სიმართლე უთახარით ქვეყნის მოსახლეობას, 2008 წელს თქვენ წამოხვედით იმის გამო, რომ სააკაშვილმა გაგათავისუფლათ, რადგან ვერ მოილაპარაკეთ საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ეს იყო რეალობა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 26 მაისი, თქვენი ესკორტი, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ. როგორ გაგიკეთათ კორიდორი "ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორ გარბოდით და იქ ხალხი როგორ იხოცებოდა და რა დღეში იყო. იქ დაზარალებულ ერთ ოჯახს მაინც თუ მიაქციეთ ყურადღება?"- განაცხადა კალაძემ.

   კალაძის ამ განცხადებას დღეს ნინო ბურჯანაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ეშინია დამარცხების და კალაძეს ხვდება ამას.

   -"კახა კალაძის გუშინდელი განცხადებით, რომელიც აჭარისა და დასავლეთ საქართველოს შემოვლის დროს გაკეთდა, ნათლად გამოაჩინა ის, რაც კალაძემ დაინახა. დაინახა, რომ "ოცნება" არჩევნებს აგებს და მათი რეალური კონკურენტი ვართ სწორედ ჩვენ "ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია". კალაძე მიხვდა ვის უნდა დაარტყას და ებრძოლოს, თუმცა სამწუხაროდ, მას კიდევ ერთი ავტოგოლი გამოუვიდა საკუთარი გუნდის კარში. ვინ ლაპარაკობს ჩვენს კოალიციაში "ნაციონალების" გადმობარგებაზე, როდესაც ადამიანები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე 5 ნომრით იყრიდნენ კენჭს, დღეს იგივე ადამიანების საარჩევნო პლაკატები 41-ნომრიანია. ვინ ლაპარაკობს "ნაციონალებთან" მოლაპარაკებაზე, მაშინ როდესაც 26 მაისის დარბევის მონაწილე შინაგან საქმეთა მინისტრად დაგვინიშნეს ბატონი ჭიკაიძის სახით. 26 მაისს დაზარალებულთა დასახმარებლად ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს და ციხიდან მათი გათავისუფლების შემდეგ არათუ სატელეფონო ზარი, წართმეული ქონების დაბრუნებაზეც კი არ არის საუბარი"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: