რას პასუხობს ნინო ბურჯანაძე კახა კალაძეს?!

რას პასუხობს ნინო ბურჯანაძე კახა კალაძეს?!

ბატონმა კახი კალაძემ, რომელიც ამ ადამიანების სისხლზე და ცრემლზე მოვიდა ხელისუფლებაში, შეურაცხყოფა მოგვაყენა თითოეულ ჩვენგანს და ათასობით იმ ადამიანს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოსთვის და უკეთესი მომავლისთვის - მაშინ, როდესაც ბატონი კალაძე იტალიაში ნებივრობდა - ასე უპასუხა კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ  „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებას საგანგებო ბრიფინგზე. 

 

ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგი კოალიციის ცენრალურ ოფისში, 26 მაისის აქციების მონაწილეებთან ერთად გამართა.

„კალაძის გუშინდელმა განცხადებამ, რომელიც სიტყვასიტყვით იმეორებს იმ განცხადებას, რომელიც  ერთადერთმა კაცმა გააკეთა საქართველოში 26 მაისთან და ჩემთნ დაკავშირებით და ეს ერთადერთი კაცი არის მიხეილ სააკაშვილი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ   ეს ერთი გუნდია, რომ ისინი ერთნაირად აზროვნებენ“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: