66 დევნილ ოჯახს რუსთავში ბინები გადაეცა

66 დევნილ ოჯახს რუსთავში ბინები გადაეცა

დღეს,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ რუსთავში 66 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა.

ღონისძიებას, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური დაესწრნენ. 

ყოფილ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებელ ფართად გადააკეთა.

 

საცხოვრებელი ფართები  სოხუმიდან, ოჩამჩირიდან,  გაგრიდან, ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებსა და  მათ შორის ცხვარიჭამიას ჩასახლებაში რთულ პირობებში მცხოვრებ ორ დევნილ ოჯახს გადაეცა.  

 

ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში  საცხოვრებელი ფართის მისაღებად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს  ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში  სულ 386 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად,  66 დევნილი ოჯახი შეირჩა.  

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „NBG“ -მ  ჩაატარა. ობიექტის სატენდერო ღირებულებამ  920 000 ლარი შეადგინა. სამსართულიან შენობაში 66 ბინაა, აქედან 12-სამოთახიანი,    30-ოროთახიანი და 24-ერთოთახიანი. 

  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: