ქუთაისში საცხოვრებელ ფართს 271 დევნილი ოჯახი მიიღებს

ქუთაისში საცხოვრებელ ფართს 271 დევნილი ოჯახი მიიღებს

   ქუთაისში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით,  სამი ობიექტის  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

დევნილთა და განსახლების სამინისტროს  საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, რეაბილიტაცია ქუთაისში ნიკეას ქუჩა N14-ში  მდებარე შენობას უტარდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ნიუ კონსტრაქშენი" ახორციელებს. ნიკეას ქუჩაზე ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 96 დევნილი ოჯახი მიიღებს.

   ასევე  სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები  ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობაშიც მიმდინარეობს. რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს NBG ახორციელებს. ავტომშენებლის ქუჩაზე გრძელვადიანი საცხოვრებლით 65 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. 

   ქუთაისში, 110 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ოცხელის ქუჩა N2-ში მდებარე შენობას  უტარდება. რეაბილიტაცია UშAID-ის დაფინანსებით და მუნიციპალური განვითარების ფონდის ჩართულობით მიმდინარეობს.

   უახლოეს მომავალში იმერეთის რეგიონში, გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს 271 დევნილი ოჯახი მიიღებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: