რა კატასტროფას უწინასწარმეტყველებს საქართველოს შაშიაშვილი?

რა კატასტროფას უწინასწარმეტყველებს საქართველოს შაშიაშვილი?

   დღეს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვია. ამ ვიზიტს "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"თითქოს, ბატონმა ბაროზომ, საქართველოში ჩამოსასვლელად, სხვა დრო ვერ მოძებნა და ის არჩევნებამდე, მაინც და მაინც 1-2 დღით ადრე უნდა ჩამოსულიყო. მიკვირს, რომ ბატონი ბაროზო ახლა  ჩამოდის საქართველოში. მისი ჩამოსვლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  ქვეყნის შიგნით და გარეთ,  ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, პირველი და მეორე ადგილები ისევ "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გაინაწილონ. საქართველოსთვის ეს კატასტროფა იქნება!"-განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: