ვაჟა ბერიძე:-"ქართული მხარის პასუხი მკვეთრი უნდა იყოს!"

ვაჟა ბერიძე:-"ქართული მხარის პასუხი მკვეთრი უნდა იყოს!"

   პოლიტოლოგი ბაჟა ბერიძე აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრის და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის რაულ ხაჯინბას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს განცხადება სამართლებრივი ნორმებისაგან შორს დგას და ეთნიკური ქართველების მეორეხარისხოვან მოქალაქეებეად ქცევას  ემსახურება.

   -"მიუღებელი გადაწყვეტიელბაა,  ფაქტი,  ეთნიკური ქართველების მეორეხარისხოვან მოქალაქეებეად ქცევას  ემსახურება, ეს აფხაზეთში ეთნოწმენდის კიდევ ერთხელ დაფიქსირებას ნიშნავს. მომხდარს,  ქართულმა მხარემ, ერთმნიშვნელოვნად მკვეთრად უნდა უპასუხოს! ხოლო, ჩვენი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან,  შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს!"-ამბობს ბერიძე.

   მკითხველს შევახსენებთ, რომ ხაჯინბას თქმით, გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის ე.წ ადმინისტრაციებთან არსებული კომისიის რეკომენდაციით გაცემული პასპორტები უკანონოდ ითვლება, რის გამოც მათ მფლობელებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. მისივე თქმით, გალის რაიონში მცხოვრებთა უმეტესობა ქართველია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: