"მომავლის გზა" 19 ივნისს ჟურნალისტებს, მთავრობას და პარტნიორ ორგანიზაციებს დააჯილდოვებს

"მომავლის გზა" 19 ივნისს ჟურნალისტებს, მთავრობას და პარტნიორ ორგანიზაციებს დააჯილდოვებს

   ქველმოქმედთა სახლი "მომავლის გზა" 19 ივნისს პარტნიორ ორგანიზაციებს, მთავრობის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს დააჯილდოვებს. ღონისძიება   19:00 საათზე, კულტურის ცენტრში "არტ ჰოლი" გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა. 

   გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: 

1. "მომავლის გზის" მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლის ბავშვების მიერ შექმნილი სამკაულების და საეკლესიო ნივთების საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა;  

2. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრი, კალიგრაფი-აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი ლეილა ბაღბაიას (ქაღალდზე, ფაიფურზე,  კერამიკაზე, ტყავზე, ქვაზე) კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა; 

3.მოეწყობა ასევე კომპანია "ჩაი გურიელის" პრეზენტაცია და მოწვეულ სტუმრებს ჩაით გაუმასპინძლდებიან;

4.გაიმართება ასევე ,,გავაძლიეროთ ოჯახი" და ,,სადილი ბავშვებს" პრეზენტაცია.

  გამოფენის  შემდეგ, 20:00 საათზე კონცერტი ჩატარდება. 

 კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ: თემურ წიკლაური, "ერისიონი", დები ნაყეურები, გელა დაიაური და სულთან ბორჩაშვილი, "მომავლის გზასთან" არსებული მუსიკალური ანსამბლი და მომავლის გზის თეატრი, თეატრალური კვარტეტი, ლაშა ღლონტი, გიორგი ბასილაშვილის ბენდი, ანსანბლი ,,ფანდურა" ანსანბლი ,,გენი"  ანსანბლი ,,კოლხა", ანსანბლი ,,უნივერსიტეტი", ანსანბლი ,,პოპური" და სხვა. 

საღამოს ნანიკო ხაზარაძე, ნიკა ლომიძე და ნიკა წულუკიძე წაიყვანენ. 

     კონცერტს დაესწრებიან საზოგადო მოღვაწეები, ბიზნეს კომპანიის წარმომადგენლები და მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის 150 ფონდის მეგობარი და პროექტების სპონსორი კომპანია, რომლსაც კონცერტის მსველობისას გადაეცემა მადლობის სიგელები.

   ცნობისთვის, სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელ დახმარებათა ფონდი –ქველმოქმედთა სახლი ,,მომავლის გზა" დაფუძნდა 2006 წელს. 

   2014 წლის მონაცემების თანახმად, "მომავლის გზაში" რეგისტრირებულია 90  მრავალშვილიანი ოჯახი–აღნიშნული ოჯახები ფონდის მეგობარი კომპანიების დახმარებეით ყოველთვიურ დახმარებას იღებენ  (პროდუქტი, ჰიგიენის  ნივთები, და ტანსაცმლი).

 ყოველ  სამ თვეში ერთხელ  ბერძნული სამედიცინო კლინიკა ,,ჰიპოკრატე "–ს დახმარებით ფონდის ბენეფიციარ ოჯახებს უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევა და გაიცემა მედიკამენტები.

 ფონდში რეგისტრირებული ბენეფიციარი 45 ბავშვი სწავლობს ფონდის ბაზაზე არსებულ უფასო სკოლაში.  

 ფონდში  რეგისტრირებულია 50 მარტოხელა მოხუცი "მომავლის გზა" ფონდის მეგობარი კომპანიების დახმარებით უწევს სხვადასხვა სახის დახმარებას, ამასთან    20 ოჯახი სარგებლობს ფონდის მეგობარი კომპანია ,,ნიკორა"-ს დახმარებით. 

 2011 წელს მომავლის გზამ გაიხსნა მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლი და დღის ცენტრები. 2012  წელს ფუნქციონირება დაიწყო მომავლის გზასთან არსებული ავთვისებიანი სიმსივნით დაადებული ბავშვთა დახმარების  ცენტრმა. ცენტრი სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვს.

  2013  წელს ფუნქციონირება დაიწყო  ქველმოქმედთა სახლი ,,მომავლის გზა"-სთან არსებულმა თეატრი და პოეზიის თეატრი, სადაც ათეულობით სოციალურად დაუცველი ნიჭიერი მსახიობი და მომავალი მსახიობები  დასაქმდნენ და საშუალება მიეცათ თავიანთი ნიჭის რეალიზებისთვის.

  ფუნქციონირებს ქველმოქმედთა სახლი ,,მომავლის გზა"-სთან არსებული ქართული ხალხური საკრავებისა და მუსიკოსთა ანსანბლი. ,,ჩანამღერი" ფონდმა საშუალება მისცა და გზა გაუხსნა სოციალურად დაუცველ ნიჭიერ მუსიკოსებს რომელიც არ კარგავდა საკუთარი ქვეყნის მუსიკალურ ტრადიციას.

  "მომავლის გზამ" დაიწყო პროექტი ,,ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს", რომელიც მიზნად ისახავს სოციალურად  დაუცველი მარავალშვილიანი ოჯახების  გაძლიერებას, (რემონტი, ავეჯით უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო ნივთებით და პროდუქტით). პროექტის ძირითადი მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახის გაძლიერება, რათა არ მოხდეს  ოჯახიდან  ბავშვების ბავშვთა სახლში მოთავსება.

   ქველმოქმედთა სახლი ,,მომავლის გზა"-ს შემადგნელობაში  შედის;

 სახლი ითავსებს:

1. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს, სადაც 10 ბავშვი ცხოვრობს; 

1. დღის ცენტრი 15 ბავაშვი შემადგენლობით;   

1. უფასო სკოლას სადაც 45 ბავშვი სწავლობს; (ხატვას, თექაზე, ბისერი, მინანქარზე, კერამიკაზე მუშაობა, კომპიუტერული პროგრამები  და  უცხოენები.

 მის შემადგენლობაში შედის ასევე: თეატრი; ქართული ხალხური მუსიკისა და სიმღერის  ანსანბლი;

   "მომავლის გზა" სახლი ფუნქციონირებს თბილისში ვაზისუბნის ქუჩა N92–ში. 

   "მომავლის გზის" დამფუძვნებელი და თავმჯდომარე დავით კინწურაშვილი.

    მოკლე ინფორმაცია დავით კინწურაშვილზე;

დაბადებული 1973 წელს მრავალშვილიან ოჯახში. ჰყავს მეუღლე, ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. 18 წლის ასაკიდან ეწევა ქველმოქმედებას, 2012  წელს იყო "იმედის გმირების" ფინალისტი, 2013 წელს სახელმწიფო ჯილდოს მფობელი სამოქალაქო თავდადებისთვის, 80 -მდე საციცოცხლო მნიშვნელობის პროექტის ავტორი ქველმოქმდთა სახლი ,,მომავლის გზა". 

   მის:ვაზისუბნის ქუჩა 92.  ტელ: 2 31 28 31  მობილური  593 502 402  ან   596  10 84 84 .

   davitgza@gmail.com

gzamomavlis@gmail.gza

   ფეისბუქი: ,,ქველმოქმედთა სახლი მომავლის გზა". 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: