"ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა

   "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა. ყრილობაზე თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ  ყველას მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის. 

    -"მადლობა, რომ გვერდით მიდგახართ, მუდმივად ვგრძნობდი თქვენს თანადგომას. გვავიწროვებდნენ თბილისში, მაგრამ  მაინც ჩემს გვერდით იყავით. არცერთ სფეროში არ არის წარმატება, არის მხოლოდ უკუსვლა. ეკონომიკა შეჩერებულია, კრიმინალი გაზრდილი და ყველა ის დაპირება, რომელსაც 2012 წლის არჩევნებამდე გვპირდებოდნენ, არ შესრულებულა. 15 ივნისს ამ ყველაფერს ღირსეული პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ აბსტრაქტულ პროექტებზე, ყველა პროექტს განვახორციელებთ. გვაქვს უამრავი პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტში გაიაფდეს მგზავრობა, მოეწყოს ავტოსადგომები. გამარჯვების შემთხვევაში, ჩამოვიყვანთ სპეციალურ ავტობუსებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მაგრამ ამ არჩევნებში მთავარია, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი გვყავდეს და არა ხათრით არჩეული მერი. თბილისელები თავად გადაწყვეტენ, ვინ იქნება ქალაქის მერი. ეს არ არის უბრალოდ არჩვევნები, ეს არის არჩევნები, რომელმაც ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა მელიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: