ირაკლი ოქრუაშვილი:-"გიორგი კაპანაძისთვის ფულის გამოძალვას თემურ ალასანია ცდილობდა"

ირაკლი ოქრუაშვილი:-"გიორგი კაპანაძისთვის ფულის გამოძალვას თემურ ალასანია ცდილობდა"

   თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ისევე, როგორც სხვა კანდიდატებს, გორში გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მისივე თქმით ცესკოა გადაწყვეტილებამ, მოეხსნათ ოქრუაშვილი რეგისტრაციიდან დადებითად იმუშავა და ამომრჩეველს სიმართლე დაანახა.

   -"შეუძებელია, ჩვენთვის სასურველი შედეგი არ დადგეს, ადამიანების გარკვეული განწყობა ამის თქმის საშუალებას მაძლევს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ილუზიებით ცხოვრობს."

   "რეაქციაშივე" ოქრუაშვილი ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის ბრალდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვას თემურ ალასანია ცდილობდა. 

   -"შეხვედრა ნამდვილად მოხდა. ამ ადამიანთან საუბარი არ ყოფილა ქონების ჩამორთმევაზე, იყო საუბარი კომპენსაციის მიღებაზე, რა ფასიც მათ გადაიხადეს თავის დროზე, მაგრამ მათი მხრიდან რომ მადა იყო გაზრდილი და ბონუსები მოითხოვეს, ამ შემთხვევაში ადექვატური პასუხი გაეცა, იმ დროს ბონუსებზე საუბრის თემა არ იყო, იმიტომ რომ სახელმწიფოს სჭირდებოდა, ინტერესიდან გამომდინარე, ამ ობიექტის გაყიდვა, იყიდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 51% და ამ ადამიანებთან, როგორც 49%-ის მფლობელებთან იყო საუბარი ამ ქონების კომპანსაციის სახით გადმოფორმებაზე და არა წართმევაზე, იმ ფასად წამოღებაზე, რა ფასიც მათ გადაიხადეს თავის დოზე. თუ ისინი თვლიდნენ, რომ ეს ფასი არ იყო ადექვატური, ასე არ არის, რადგან თავის დროზე სახელმწიფომ ამ ფასად მიყიდა. ამ ისტორიის მთავარი არსი ამაში არ არის. ისტორიის მთავარი გმირი იყო პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია. ბატონი კაპანაძის დაკავება მოხდა პრეზიდენტის ბიძასთან შეხვედრის დროს. მან ახსენა ისიც, რომ ნარკოტიკი აღმოუჩინეს, რომელიც ჩადებული იყო და ა.შ. მაგრამ ესეც არ არის მთავარი. მისი დაკავების ინტერესი რომ ყოფილიყო, ნარკოტიკის ჩადებით ან რაიმე სხვა ტიპის შეთითხნილი ბრალდებით, მას დააკავებდნენ სხვა ადგილას, სხვა დროს და სხვა ვითარებაში. მთავარი ისაა, რომ პრეზიდენტის ბიძა გამოძალვაში იყო ჩართული, და მასთან შეხვედრის ფაქტი გადამწყვეტი იყო. მას ფული უნდა გადაეცა. კაპანაძეს გამორჩა ერთი დეტალი, რომ მას 200 ათასი დოლარი ედო მანქანაში, პრეზიდენტის ბიძისთვის გადასაცემად, მაგრამ როდესაც დაკავების დროს მან უარყო, რომ პრეზიდენტის ბიძა ითხოვდა ამ თანხას, შემდეგ იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ზარი და ამ ზარის გამო იქნა ალასანია გაშვებული"-თქვა ოქრუაშვილმა.

   ცნობისთვის, თუ  გორში ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს, გორის ვიცე-მერი თავად ოქრუაშვილი გახდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: