"თუ არ შეიცვალა ყველაფერი, დავჭაობდებით!"

"თუ არ შეიცვალა ყველაფერი, დავჭაობდებით!"

   არასაპარლამენტო ოპოზიციის ფოთის კუნძული ერთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მწერალთა კავშირის სამეგრელო ზემო სვანეთის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ჭაბუკი ქოიავამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ არათანაბარ გარემოში ჩაიარა, თუმცა მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. 

   _"წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარი იყო, ჯერ მარტო პლაკატებს და ბანერებს რომ გახედოთ, 15-15 ბანერი აქვთ, ჩვენ არც ერთი, უფასო საეთერო დროც არათანაბრად განაწილდა, ჩვენ 2-2- წუთი გვქონდა დათმობილი. ძალიან ბევრი ძველი ჩინოვნიკი მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ისინი, ვინც წლები იყვნენ საკრებულოში და მათ მუშაობას არავითარი შედეგი არ გამოუღია, ჰქონდათ შანსი და ვერ გამოიყენეს, ახლა ისევ თავიდან იწყებენ. მოსახლეობას კი ყველაფერი ახსოვს და იმედი მაქვს სწორ არჩევანს გააკეთებს. საერთო ჯამში ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეა, რაიმე განსაკუთრებული დაძაბულობა ამ დროისთვის ჩემს უბანზე არ შეინიშნება. ხალხში ხმა გავრცელდა, ვიღაცეები ფულს არიგებენო, მაგრამ ჯერ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა, თუმცა ერთია, თუ არ შეიცვალა ყველაფერი, დავჭაობდებით!"

   მისი თქმით, ის კარგად იცნობს ფოთელების პრობლემებს, იცის თუ რა სჭირდება ქალაქს პირველ რიგში და სწორედ ამიტომ სამოქმედო გეგმაში განათლებას, კულტურას და სოციალურ საკითხებს ანიჭებს პრიორიტეტს. მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ ამომრჩეველთან ურთიერთობა არ გასჭირვებია, რადგან მათ საერთო პრობლემები აწუხებთ და ყველას უნდა ფოთს უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქონდეს. აქედან აიღო საარჩევნო სლოგანიც-"ფოთის უკეთესი მერმისისთვის".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: