Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (8)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
15-06-2014, 20:51
ნანახია: 624

ჯონდი ბაღათურია:-

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა:

   -"ხელისუფლება ამ არჩევნებზე გაყალბების კიდევ ერთ ნოვაციას გვთავაზობს, თუმცა ყველაფერი ახალი კარგად მივიწყებული ძველია. იმ რაიონებში, ქალაქებსა და უბნებში, სადაც იციან, რომ დანამდვილებით იგებს კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" და მისი კანდიდატი, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად, შეთანხმებით, თანამშრომლობით, ცდილობენ თავად დაარღვიონ საარჩევნო კანონდმებლობა და ჩაშალონ არჩევნები. ეს ტენდენცია დილიდან მარტვილის მაგალითზეც შეინიშნებოდა, თუმცა მიხვდნენ რომ ცოტა ადრე გამოუვიდათ, მთელი დღის განმავლობაში შეჩერდნენ და ახლა საღამოსათვის გააქტიურდნენ. ეს ხდება ძალიან ბევრ უბანსა და რიონში. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ვანის მე-8 უბანი, სოფელი გორა, სადაც საარჩევნო ყუთი პირდაპირ ღია ფანჯარასთან დგას. ჩვენი წარმოამდეგნელები და დამკვირვებლები მთელი დღის მანძილზე ფეხმოუცვლელად დგანან ამ უბანზე, რომ ერთ წამში ყუთი არ აღმოჩნდეს ფანჯრიდან გადაგდებული.

   მინდა ასევე მოგიყვანოთ წალკის მაგალითი. ილია საბაძე, რომელიც გახლავთ გამგებლობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კანონის უხეში დარღვევით ემუქრება ე.წ აჭარიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს, სახლ-კარიდან გამოყრით. მინდა გავაფრთხილო ილია საბაძე და ყველა ის ადამიანი, რომელიც მსგავს მეთოდებს იყენებს, ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი კანონის წინაშე.

   მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა წარმომადგენელსა და დამკვირვებელს უბნებზე, რომლებსაც ამ რეჟიმში უწევთ მუშაობა მთელი დღის განმავლობაში და მოვუწოდო მათ გამძლეობისაკენ.

   ჩვენ ყველა მიღებულ ხმას დავიცავთ. ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას ამ ნოვაციის გამოყენების საშუალებას. ერთი საათი რჩება უბნების დახურვამდე და მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ საკუთარი არჩევანი არ გაუკეთებიათ: სამოც წუთზე ნაკლები რჩება იმ რეალობის შეცვლამდე, რისთვისაც ბოლო წლების მანძილზე წვიმასა და ქარში, ზამთარსა და ზაფხულში, ვიბრძოდით საკუთარი სიცოცხლისა და რისკის ფასად. დღეს თითოეული თქვენთაგანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მივაღწევთ სასურველ შედეგს და დავიწყებთ ქვეყნის რეალურ მოწესიგებასა და აღმშენებლობას, თუ კვლავ დაგვჭირდება ბრძოლის გაგრძელება".