Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (8)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
15-06-2014, 20:54
ნანახია: 734

გია კობახიძე:-

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კობახიძემ კოალიციის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა:

   -"რამოდენიმე წუთის წინ მოვისმინეთ სამარცხვინო და სრულიად უტიფარი ე.წ ეგზითპოლის შედეგები. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ "ქართული ოცნება" კიდევ უფრო ღრმად მიუყვება იმ გზას, რომელიც თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ქართულ პოლიტიკაში. ეს არის საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფა, რადგან მსგავსი უტიფრობა, რეალობისგან ძალიან შორს არის. ელემენტარულად, 20:00 საათზე, არჩევნების დამთავრებიდან პირველსავე წუთს, მთელს დედამიწაზე არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს ეგზითპოლის შედეგებს.

   მე მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ბოლომდე დაელოდონ და აკონტროლონ ხმების დათვლის პროცესი, რადგან დარწმუნებულები ვართ, საბოლოო შედეგი მკვეთრად იქნება აცილებული იმ შედეგებისგან, რომელიც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დაქირავებულმა სუბიექტებმა ამცნეს რამოდენიმე წუთის წინ სრულიად საქართველოს. ასე, "ქართული ოცნება" შორს ვერ წავა!"