ვის მოხვდება ნათელაშვილის მუშტი

ვის მოხვდება ნათელაშვილის მუშტი

"ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომერემ ბატონმა შალვა ნათელაშვილმა თავის "ორიგინალობით“ ახლაც გაგვაოცა. მან არც აცია, არც აცხელა და, არჩევნების წინა დღეს, გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა საუბნო კომიისის თავმჯდომარეებს, სადაც ამტკიცებდა, რომ მათ ხელისუფლებისგან დავალებული ჰქონდათ არჩევნების ტოტალურად გაყალბება, არადა მის პარტიას თბილისის  ყველა უბანზე 30%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
თუ ეს შედეგი არ დაფიქსირდებოდა, იმუქრებოდა, ხოლო, თუ არჩევნები ობიექტურად ჩატარდებოდა, მზად იყო თანამშრომლობისთვის.
"ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ ნათელაშვილის მესიჯს, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს მობილურ ტელეფონზე დაეგზავნათ:
"ლეიბორისტებს“, ობიექტური რეიტინგებით, მათ შორის, თქვენს უბანშიც, 30%-ზე მეტი რეიტინგი აქვთ.
თქვენ, როგორც საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, ხელისუფლებისგან დავალებული გაქვთ ამ შედეგების ძველებურად გაყალბება.
გაფრთხილებთ, არჩევნების შედეგები გადაითვლება და თქვენ პასუხს აგებთ ფალსიფიცირებისთვის!
იმედი მაქვს, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება და ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ ვითანამშრომლებთ.
პატივისცემით, შალვა ნათელაშვილი“.
ეტყობა, შალვას მუქარამ არ გაჭრა - კომისიის თავმჯდომარეებმა არ შეისმინეს და ყველა უბანზე ნაკლები პროცენტი დაფიქსირდა.
,,ლეიბორისტები“ რისი ,,ლეიბორისტები“ არიან, მუქარა არ შეასრულონ - ქუდზე კაცს გამოიყვანენ და ხელისუფლებას ამ გამარჯვებას ძმრად ამოადენენ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: