კახა კახიშვილი: „ოცნება“ მხოლოდ იმაზე ზრუნავდა „ნაციონალები“ მეორე ადგილზე გასულიყვნენ!

კახა კახიშვილი: „ოცნება“ მხოლოდ იმაზე ზრუნავდა „ნაციონალები“ მეორე ადგილზე გასულიყვნენ!

დღეს „დიდუბე პლაზაში“ პრესკონფერენცია გამართა პოლიტიკისა და საარჩევნო ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორმა კახა კახიშვილმა. საუბრის თემა ბუნებრივია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო.
კახიშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თუ ისევ გააგრძელებენ პირად კომფორტზე ფიქრს, 2016 წლის არჩევნების შედეგები გაცილებით უარესი იქნება.
იგი თვლის, რომ „ოცნებას“ არ აქვთ სწორი ინფორმაცია დემოკრატიის არსთან დაკავშირებით, ხოლო იმ არჩევნებთან შედარებით, რომელიც ადრე ტარდებოდა, ახლანდელი არჩევნები ბევრად მიშვებული იყო  ყველა პარამეტრით.
„არჩევნების შედეგებმა ახლა მაინც უნდა გამოაფხიზლოს ქართული ოცნების წარმომადგენლები და ბილბორდების გაკეთებას, რომლისაც ხალხს სულ არ სჯერა, ხალხთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ამჯობინოს!“ ხოლო რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების რეიტინგს, მისი აზრით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ვერ მოახერხეს გაერთიანება თავიანთი ამბიციების გამო.
 „ოცნების“ წარმომადგენლები მხოლოდ იმაზე ზრუნავდნენ, რომ „ნაციონალები“ მეორე ადგილზე გასულიყვნენ და არა იმაზე, რომ ხალხისთვის მოესმინათ და შესაბამისად ის შედეგი, რაც არჩევნებმა აჩვენა, აღარ იქნებოდა“ - აცხადებს კახიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: