ზაზა ვეკუა: "ჩვენ თბილისის საკრებულოში ფრაქციის სახით ვიქნებით წარმოდგენილნი"

ზაზა ვეკუა: "ჩვენ თბილისის საკრებულოში ფრაქციის სახით ვიქნებით წარმოდგენილნი"

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" სიის პირველმა ნომერმა ზაზა ვეკუამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

   -"ჩვენ თბილისის საკრებულოში ფრაქციის სახით ვიქნებით წარმოდგენილნი. რაც შეეხება თანამშრომლობას სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ჩვენი ამოსავალი პირველ რიგში არის ის დაპირებები, რომელიც წინასაარჩევნოდ მივეცით ხალხს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დაპირებები აუცილებლად შევასრულოთ.

დემოკრატიისათვის უკეთესია რაც შეიძლება ბევრი ძალა იყოს წარმოდგენილი ხელისუფლებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ჩრდილოეთ კორეას. "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" კონფლიქტის რეჟიმში არ იყვნენ არც წინა საკრებულოში და არც ახლა. ეს ყველაფერი არის ფარსი, ისინი მშვენივრად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, უბრალოდ მოსახლეობას აჩვენებენ თითქოს არსებობს 2 პოლუსი.  ჩვენ ყველაფერ ამას სააშკარაოზე გამოვიტანთ".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: