Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (2)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
17-06-2014, 10:29
ნანახია: 798

სოსო ცისკარიშვილი:-

   პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას ამბობს, რომ 15 ივნისის არჩევნები ევროპული ტიპის არჩევნები იყო. ის არც ამომრჩეველთა დაფიქსირებულ დაბალ აქტივობაში ხედავს ტრაგიზმს და აცხადებს, რომ ეს არ იძლევა შფოთის საბაბს. 

    -"იმდენად დიდი სხვაობაა პირველ და მეორე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის, რომ ეს შფოთის საფუძველს  ნამდვილად არ იძლევა, თუმცა,  ხელისუფლებას საფიქრალი მეტი  აქვს - ვიდრე საცეკვაო. დაბალი აქტივობა, იმის შედეგი იყო, რომ მათ არ ჰქონდათ გააზრებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა. "მაინც არაფერს არ გვეკითხებიან"... - ასეთი პათოსი სჭარბობდა საზოგადოებაში. გუშინდელი არჩევნების მთავარი შედეგი კი  - მეორე ტურია, რაც სიახლეა ქართულ საარჩევნო ისტორიაში. ეს ევროპული სტანდარტი გახლდათ, რომელიც განსაკუთრებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს აფრთხობდა."

  პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ  მთავრობამ , PR-ტექნოლოგების  გუნდი სასწრაფოდ უნდა შეცვალოს. და ამბობს:

  -"მყისიერად უნდა შეიცვალონ იმ გუნდის  წევრები, რომლებიც საკუთარ თავს,  ხელისუფლების PR-ტექნოლოგებს უწოდებენ. არ შეიძლება საზოგადოება არწმუნო, რომ  შენი კანდიდატია უალტერნატივო და 100%-ით გაიმარჯვებს.  არ შეიძლება, საზოგადოებას, საკუთარი ფუნქცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებინო. ის PR-კამპანია, რომელსაც ადგილი ჰქონდა კოალიცია "ქართულ ოცნების" მხრიდან-ხელისუფლების გარკვეულ სისუსტეებზე მიმანიშნებს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი საკუთარ თავს  ამხნევებდნენ".