როდის ჩატარდება მეორე ტური?

როდის ჩატარდება მეორე ტური?

   ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება, თუმცა ჯერ-ჯერობით ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია.

   "ყველაფერი მიბმულია იმ ვადებზე, რაც უკავშირდება გასაჩივრებას, შემდგომში კი როგორც საოლქო, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოსული საჩივრების განხილვას, ასევე შესაბამის სასამართლო პროცესებს. ასე, რომ თუკი იქნება საჩივრები, ამას აქვს თავისი ვადები და სანამ ის არ ამოიწურება, შეუძლებელია, რომ ოფიციალურად დავნიშნოთ არჩევნების მეორე ტურის დღე. ეს აგვისტოში ნამდვილად არ მოხდება. ჩვენ რა ვადებიც მაქსიმალურად გავთვალეთ, მეორე ტურის ჩატარება უწევს ივლისის შუა რიცხვებში, თუმცა ზუსტი თარიღის თქმა შეუძლბელია"-აცხადებს  ჟვანია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: