მამუკა არეშიძე: "ნაციონალები" და "ოცნება" შეხმატკბილებულად აყალბებდნენ არჩევნებს.

მამუკა არეშიძე: "ნაციონალები" და "ოცნება" შეხმატკბილებულად აყალბებდნენ არჩევნებს.


დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, რომელმაც 15 ივნისის არჩევნების შედეგები მიმოიხილა.


არეშიძის თქმით, იგი დარწმუნებული იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ადრინდელისგან უკეთესი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ უარესი მივიღეთ.


"რაც გარდაბანში მოხდა ეს იყო ხალხის შეურაცხყოფა, პირდაპირ ვიტყოდი ხალხის დაცინვა. არჩევნების გაყალბება მოხდა კარუსელების გზით. ამასთან, ამომრჩევლებს სთხოვდნენ, რომ რამდენიმე პარტია ერთად შემოეხაზათ. იყო ხმების ჩაყრა სხვადასხვა პარტიებისთვის" _ აღნიშნა არეშიძემ.


მისი თქმით, "ნაციონალები" და "ქართული ოცნება" საკმაოდ შეხმატკბილებულად აყალბებდნენ არჩევნებს, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა.
არეშიძე ამტკიცებს, რომ არჩევნები ასევე გაყალბდა ნინოწმინდასა და ახალქალაქში.


ბოლოს ექსპერტმა მაინც "ქართულ ოცნებას"  "კოჭი გაუგორა" და აღნიშნა, რომ იქ არიან კარგი ადამიანები, თუმცა, ბევრია ისეთიც, ვინც უღირსი საქციელით არჩხვენს კოალიციის ღირსებას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: