დიმიტრი ლორთქიფანიძე:სად გადის ზღვარი უზუსტობასა და დანაშაულს შორის?!

დიმიტრი ლორთქიფანიძე:სად გადის ზღვარი უზუსტობასა და დანაშაულს შორის?!

დიმიტრი ლორთქიფანიძე მადლობას უხდის იმ ამომრჩევლებს, ვინც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და მას მხარი დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურში ვერ გავიდა - ეს განცხადება თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა დღეს „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებან შეხვედრისას განაცხადა.

 

ლორთქიფანიძე შორს არის იმ აზრისგან, რომ არჩევნებმა მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა: „მართალია არ იყო ქუჩაში ცემისა და ხელის გადაგრეხვის ფაქტები, მაგრამ საარჩევნო უბნებზე სერიოზული გაყალბებებს ჰქონდა ადგილი - ადამიანენს, ვისაც პრეტენზიები ჰქონდათ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ყრიდნენ უბნებიდან.“

 

მან გააკრიტიკა ცესკოს-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადება, რომ ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომებს: „სად გადის ზღვარი უზუსტობასა და დანაშაულს შორის?! - კითხულობს ლორთქიფანიძე და თვითონვე პასუხობს, რომ, რასაც ცესკო მექანიკურ შეცდომად თვლის, ის სისხლის სამართლის დანაშაულია.

 

როგორც ბრიფინგზე ბურჯანაძის ალიანსის ნაძალადევის შტაბის წარმომადგენელმა ზაზა კვიცარიძემ განაცხადა, ხელისუფლებამ გაყალბების ყველა არსებული და ახალი მექანიზმები გამოიყენა. ამასთან, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ ერთმანეთი გაიყვანეს.

 

ბრიფინგის დასასრულს ზაზა კვიცარიძემ თბილისელ ამომრჩეველს მოუწოდა - არ აირჩიონ ისეთივე „პრალსტელინი ადამიანი“, როგორიც მარგველაშვილია.

 

P.S.  ამ ლოგიკით რა გამოდის? რადგან მეორე ტურში ერთმანეთს ნიკა მელია და დავით ნარმანია შეხვდებიან, ხმა ამომრჩეველმა ნიკა მელიასუნდა მისცეს?!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: