ირაკლი ღლონტი: არჩევნების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი არაადექვატური გახდა და რეალობას კიდევ უფრო აცდა!

ირაკლი ღლონტი: არჩევნების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი არაადექვატური გახდა და რეალობას კიდევ უფრო აცდა!

პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორების" ლიდერის ირაკლი ღლონტის განცხადებით, "ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი არაადექვატური გახდა და რეალობას კიდევ უფრო აცდა. ამ დრომდე მეგონა, რომ პრემიერს ასეთ რეალობას აცდენილ განცხადებებს არაპროფესიონალი მრჩევლები აკეთებინებდნენ, თუმცა,არჩევნების შემდგომმა მოვლენებმა და მისმა განცხადებამ, რომ მოსახლეობის მხრიდან არჩევნებზე დაბალი აქტივობა ხელისუფლებისთვის გამოცხადებულ ნდობას ნიშნავს, უკვე მაფიქრებინებს, რომ პრემიერი თავად ღუპავს პოლიტიკურ პერსპექტივებს და საკუთარ გუნდს. მე კიდევ ერთხელ მინდა, დავაკონკრეტო უკვე ყველასთვის ცნობილი სამარცხვინო შეცდომები, რომელიც მმართველმა გუნდმა არჩევნების დამთავრებისთანავე ერთმანეთის მიყოლებით დაუშვა - პირდაპირ ეთერში ზარ-ზეიმით და ფეიერვერკით ნარმანიასთვის მერობის მილოცვა იმ ფონზე, როდესაც ყველაზე დიდ ქალაქებში მერობის კანდიდატებისთვის ბრძოლა, საკმაოდ სადავო ალბათობით, მეორე ტურში მოუწევთ,ან თუნდაც ის რამდენიმე ათეული ვიდეოფაქტი არჩევნების გაყალბების კადრებით. ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ყველაზე ცუდ მდგომარეობაშიც კი რაციონალიზმის მარცვალს ვეძებ. ამიტომაც ვამბობ - თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო პრესკონფერენცია პრემიერმა კიდევ ერთი ტაშფანდურის და ფეიერვერკის ფონზე არ ჩაატარა, იმის იმედს იძლევა, რომ სახელისუფლებო გუნდმა დიდი ვაივაგლახით იქნებ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიტანოს თავი", - აცხადებს ირაკლი ღლონტი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: