კახი კახიშვილი: „თუ მხოლოდ ორი პარტიის ჩხუბს ვუყურეთ ქვეყნის განვითარებას სერიოზული პრობლემა შეექმნება!“

კახი კახიშვილი: „თუ მხოლოდ ორი პარტიის ჩხუბს ვუყურეთ ქვეყნის განვითარებას სერიოზული პრობლემა შეექმნება!“

ექსპერტმა კახი კახიშვილმა „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებისთვის დღეს ბრიფინგი გამართა. მან ყურადღება გაამახვილა საკრებულოს წევრების მიერ გამოწერილ პრემიებზე. იგი თვლის, რომ მთელი ცხოვრების უზრუნველყოფას ამ პრემიით ვერ შეძლებენ და უბრალოდ, თავი შეირცხვინეს.  იგი მითვისებად უფრო მიიჩნევს ამ თანხის აღებას, ვიდრე პრემიად. კახიშვილმა კომენტარი გააკეთა აგრეთვე დაანონსებულ ქუჩის აქციებთან დაკავშირებით, მისი აზრით, ნებისმიერი ადამიანის თავისუფალი ნებაა გააპროტესტოს ხელისუფლების ესა თუ ის ქმედება, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში. „თუ მხოლოდ ორი პარტიის ჩხუბს ვუყურეთ ქვეყნის განვითარებას სერიოზული პრობლემა შეექმნება!“ -აცხადებს კახიშვილი. ასევე, მისი აზრით არCევნების ეს შედეგები კარგი მაგალითი იქნება ხელისუფლებისთვუს, რომ შეცვალონ დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ.

მზიკო კახიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: