"ცესკო-ს განცხადება წარმოადგენს ბინძურ ცილისწამებას და "არასაპარლამენტო ოპოზიციის" დისკრედიტაციის მცდელობას"

"ცესკო-ს განცხადება წარმოადგენს ბინძურ ცილისწამებას და "არასაპარლამენტო ოპოზიციის" დისკრედიტაციის მცდელობას"

    "არასაპარლამენტო ოპოზიცია" ცესკო-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

   -"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ცესკო-ს განცხადება წარმოადგენს ბინძურ ცილისწამებას და "არასაპარლამენტო ოპოზიციის" დისკრედიტაციის მცდელობას. საოლქო კომისიებში ამ დროს იმყოფებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს იქ განვითარებული მოვლენები. არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. სხდომას ესწრებოდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც თავს ასაღებდა ვინმე პარუმაშვილად, რომელმაც შეურაცხმყოფელი ტერმინებით გამოიწვია სიტუაციის ესკალაცია"- ნათქვამია "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

   საქმე ეხება ცესკო-ს განცხადებას, რომლის მიხედვითაც 18 ივნისს N40 ახალქალაქის და N65 მარტვილის საოლქო კომისიებში შეიჭრნენ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წევრები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომისიის წევრებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: