დავით დარახველიძე:-"არჩევნებმა აჩვენა მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი"

დავით დარახველიძე:-"არჩევნებმა აჩვენა მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი"

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. ის მეორე ტურზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გამარჯვება გარდაუვალი იქნება.

   -"არჩევნები იყო ჩვენი ხელისუფლების და ქვეყნის შთამბეჭდავი გამარჯვება 27 ივნისისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ.  ჩვენ დავამტკიცეთ დემოკრატიზაციის კურსის ურყეობა.  ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები ამ ფაქტს უპირობოდ აღიარებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ. არჩევნებმა აჩვენა ასევე მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი და ვერანაირი მანიპულაცია ციფრებით ამას ვერ გადაწონის და ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ დასრულდა საკრებულოებში "ნაციონალების" ბატონობის ხანა და პრაქტიკულად ყველგან 70 პროცენტი ავიღეთ. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ქვეყანაში რეალური, ნამდვილი, ჯანსაღი დემოკრატიის დამკვიდრება ერთ-ერთი მთავარი გზა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და ყველაზე მკაფიო და ყველაზე გასაგები გზავნილია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის ნდობისა და ჯანსაღი ურთიერთობების დასამყარებლად"-ამბობს დარახველიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: