რა რეცეპტს სთავაზობს ნატალია ზაქარეიშვილი ხელისუფლებას?!

რა რეცეპტს სთავაზობს ნატალია ზაქარეიშვილი ხელისუფლებას?!


თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი „მწვანეთა პარტიიდან“ ექსპერტი შრომისა და სოციალურ საკითხებში ნატალია ზაქარეიშვილი საკმაოდ ორიგინალურ „რეცეპტს“ სთავაზობს ხელისუფლებას და ირწმუნება, რომ თუ მას დაუჯერებენ, ამომრჩეველთა მხარდაჭერა აუცილებლად გაიზრდება და ხალხი მათკენ შემობრუნდება. თუმცა ჯერჯერობით ამ „რეცეპტს“ არ ასაჯაროებს.


გთავაზობთ მის ფეისბუქ-სტატუსს:


მე ვთავაზობ ,,ქართულ ოცნებას" საინტერესო წინადადებას, რომელიც მოსახლეობას არჩევნებზე გამოიყვანს და რადიკალურად შეცვლის მათ მიმართ განწყობას.


თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ეს წინადადება უნდა იქნას გაზიარებული, რადგან, ის ორივე მხარის- სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ემსახურება.
ველოდები პასუხს.


„ივერიონისგან“: ძნელი სათქმელია რამდენად გაიზიარებენ ნატალია ზაქარეიშვილის ორიგინალურ „რეცეპტს“ ხელისუფლებაში და რამდენად გამოადგება იგი ზოგადად ქვეყანას, რამდენად ემსახურება „სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს“, მაგრამ , ერთი სული გვაქვს როდის გასაჯაროვდება ეს „რეცეპტი“.


ხუმრობა იქით იყოს და, იქნებ მართლა ამოიხსნა „ბერმუდის სამხუთხედი“?!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: