საპილოტე პროექტი "კინო სკოლაში" დაიხურა

საპილოტე პროექტი "კინო სკოლაში" დაიხურა

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საპილოტე პროექტის "კინო სკოლაში" დახურვა. პროექტის დახურვის ღონისძიებაზე საუკეთესო სცენარის შემქმნელებს გადაეცათ სპეციალური ჯილდოები. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე სკოლებს გადაეცათ სერტიფიკატები. ღონისძიებაზე უჩვენეს ბოლო წლების ერთერთ ყველაზე წარმატებულ ქართული ფილმი "გრძელ ნათელი დღეები".

   პროექტის დახურვას დაესწრნენ სკოლების ადმინისტრაციისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

   პროექტი "კინოს სკოლაში" მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოზარდ თაობაში კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით ანალიტიკური აზროვნების და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას. 3 თვის განმავლობაში საქართველოს 5 რეგიონში (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხთა-თიანეთი, იმერეთი, აჭარა) შერჩეულ 40 სკოლაში უფროსკლასელებისთვის (მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები) გაიმართაქართული და მსოფლიო კინემატოგრაფის საუკეთესო ნიმუშების ჩვენება. ფილმის შემდგომ იმართებოდა დისკუსიები, სპეციალური კონკურსის გზით პროექტისთვის შერჩეული 20 კინო სპეციალისტის მონაწილეობით. სულ გაიმართა 480 კინოჩვენება, რომელსაც 5000-მდე მოსწავლე დაესწრო. მოსწავლეები ასევე გაეცნენ კინოსცენარის წერის თავისებურებებს და დაწერეს მინი კინოსცენარები

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: