მანანა ნაჭყებია:-"ახალქალაქში ჩვენ გვაქვს ყველანაირი მეთოდი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაყალბდეს არჩევნები"

მანანა ნაჭყებია:-"ახალქალაქში ჩვენ გვაქვს ყველანაირი მეთოდი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაყალბდეს არჩევნები"

   "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია ახალქალაქში შექმნილ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს:

   -"ახალქალაქში ვიხილეთ გაყალბების ყველანაირი მეთოდი დაწყებული ბიულეტინების გაყალბებით, ზეწოლით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე  და დამთავრებული კარუსელებით. ახალქალაქში ჩვენი წარმომადგენლები გამოყარეს 8 საათზე, როცა უკვე ხმების დათვლა უნდა დაწყებულიყო, შემდეგ ამ ადამიანებზე მოახდინეს სხვადასხვა ზეწოლა. ახალქალაქში არის დაახლოებით მესამედი უბნებისა, სადაც ბალანსი არ ჯდება და გვაქვს ოქმები, სადაც ზალიან კარგად ჩანს გაყალბების მექანიზმი-არ არის ჩაწერილი არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა,  ანუ ჯერ დააჯამეს და მერე დაავიწყდათ, რომ საბოლოო ციფრი გადაეტანათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ აღმოვჩნდით იმ თავხედობის ბარიერის წინაშე, რომელიც გამაგრებულია ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ღიად გვითხრეს, რომ ახალქალაქში არჩევნები ჩაატარა კონტრდაზვერვამ და ახალქალაქი არის მათი დაცვის ქვეშ. მე გადაღებულიც მაქვს მათი მანქანების ნომრები, რომლებმაც ალყა დაარტყეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას".

   ნაჭყებიას განცხადებით ახალი ცსკ ისევე იცავს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს, როგორც ამას ძველი აკეთებდა წინა წლებში. მისივე თქმით ცსკ-ს არც ერთი წარმომადგენელი არ ჩასულა ახალქალაქში სუტიაციაში ადგილზე გასარკვევად, მაშინ როცა ქუჩაში 1000 ადამიანი იყო გამოსული.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: