ნინო ბურჯანაძე: "პრემიებთან დაკავშირებული ისტორია "ქართული ოცნებისთვის" სამარცხვინო ლაქაა"

ნინო ბურჯანაძე: "პრემიებთან დაკავშირებული ისტორია "ქართული ოცნებისთვის" სამარცხვინო ლაქაა"

   როგორც "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, "თუ ადამიანი სახელმწიფო სამსახურში მხოლოდ ფულისთვის მუშაობს, ასეთი პიროვნება საჯარო უწყებას ვერ წაადგება". 

   -"მთელი ეს ისტორია, რასაც პრემიებთან დაკავშირებით ჰქონდა ადგილი, ეს "ქართული ოცნებისთვის" სამარცხვინო ლაქაა. არ მახსენდება არცერთი ხელისუფლება, რომელსაც ასეთი თავხედობა გაებედოს და საკუთარი თავისთვის და თანამშრომლებისთვის 50 000-იანი, 60 000-იანია პრემია გამოეწეროს. ეს არის თავხედობის გამოვლინება და ნათელი მაგალითი იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" აბსოლუტურად არ აინტერესებს არც საზოგადოებრივი აზრი და არც იმ უამრავი ადამიანის ბედი, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" საოცარი იმედით მისცეს ხმა. ამის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ნაწილობრივ, ეს პასუხისმგებლობა დადგა, როდესაც არჩევნებზე მოსახლეობის 70% არჩევნებზე არ მივიდა, თუმცა ვთვლი, რომ მოსახლეობამ პროტესტის ყველაზე ნაკლებად ეფექტური გზა აირჩია, თუმცა უფრო ეფექტურად უნდა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი იმ უმაქნისობასა და უსუსრობასთან დაკავშირებით, რასაც "ქართული ოცნების" მხრიდან აქვს ადგილი", - განაცხადა ბურჯანაძემ

   მისივე თქმით, დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც სახელმწიფო სამსახურში პრემია ან ანაზღაურება, ბიზნესსექტორში არსებულ პრემიასა და ანაზღაურებას უტოლდება.

   "მიზეზი მარტივია, სახელმწიფო სამსახურში მოტივირებული ადამიანები მიდიან, რომელთათვისაც მთავარი ანაზღაურება კი არ არის, არამედ სურთ პოლიტიკაში საკუთარი სიტყვის თქმა, რომელთაც სწორედ საჯარო სამსახურში მუშაობა სურთ. თუ ადამიანი სახელმწიფო სამსახურში მხოლოდ ფულისთვის მუშაობს, ასეთი პიროვნება საჯარო სამსახურს ვერ წაადგება", - განაცხადა ბურჯანაძემ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: